logo
ENG



ჯონსონი: უკრაინელი ლტოლვილებისთვის ვიზების დამუშავება უფრო სწრაფად შეიძლებოდა

03 მაი 202213:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/s5lukvlbdi49jk4.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთს შეეძლო უფრო სწრაფად ემოქმედა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ვიზების დამუშავების პროცესში.

ჯონსონს ჰკითხეს ათასობით ქალისა და ბავშვის შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ვიზის დამუშავებას, რაზეც მან განაცხადა:

“შეგვეძლო ეს უფრო სწრაფად გაგვეკეთებინა? დიახ, ალბათ შეგვეძლო,” - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

ჯონსონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინელებისთვის უვიზო მიმოსვლა არ დაუშვას, როგორც ეს სხვა ევროპულმა ქვეყნებმა გააკეთეს, როგორც უსაფრთხოების ზომები, რათა “დაიცვან სისტემა მათთვის, ვისაც შეიძლება მისი ბოროტად გამოყენება სურდეს”.

 


close დახურვა