logo
ENG



ჯონსონი: ყველას გვინდა მშვიდობა, თუმცა პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ

10 სექ 202311:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/zpk9cmcxiklixtw.jpg

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობის არ სჯერა.

ამის შესახებ ჯონსონმა კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე თქვა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ყველა ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა გვესმის, რომ პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა - და თქვენ ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები", - ამბობს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.

ჯონსონის თქმით, ნათლად და მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინა რაც შეიძლება სწარაფად უნდა გახდეს ალიანსის წევრი.

"ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენ რომ უფრო მკაფიო ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში, მაგრამ ერთი ვთქვით და მეორე ვიფიქრეთ - ამან გამოიწვია ტრაგედია. ჩვენ ახლა მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა, უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს NATO-ს წევრი", - აღნიშნა მან.


close დახურვა