logo
ENG



ჯონსონი EBU-ს 2023 წლის ევროვიზიის კონკურსის უკრაინაში გამართვისკენ მოუწოდებს

18 ივნ 202219:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/18/tpisysw2je5vfhn.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) მოუწოდებს, რომ ევროვიზიის 2023 წლის კონკურსი გამარჯვებულ უკრაინაში გამართონ.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომავალ წელს ევროვიზია უკრაინაში ვერ გაიმართება და მის ნაცვლად კონკურსს დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს.

„უკრაინელებმა მოიგეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი... ისინი იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ ის, მე მჯერა, რომ მათ შეუძლიათ ეს ჰქონდეთ და მე მჯერა, რომ მათ შეუძლიათ მისი ქონა. მე მჯერა რომ კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი მის გასამართად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი ამას აღიარებს“ - განაცხადა ჯონსონმა.

პრემიერმინისტრის თქმით, უკრაინის დედაქალაქი ახლა იმაზე ცოცხალია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო, ყოველწლიური კონკურსი კი 1 წლის შემდეგაა დაგეგმილი. „ყველაფერი რიგზე იქნება, როცა ეს დრო მოვა და მათ უნდა ჰქონდეთ მასპინძლობის შანსი“ - განაცხადა ჯონსონმა. 

 

close დახურვა