logo
ENG



ჯონსონის თანაშემწე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

26 მაი 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

ბორის ჯონსონის თანაშემწემ საზოგადოების კრიტიკას უპასუხა - დომინიკ ქამინგზმა პრემიერის რეზიდენციის ბაღში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მას საკარანტინე წესები არ დაურღვევია. ის არც ბოდიშის მოხდას და არც პოსტის დატოვებას არ აპირებს.

მან დედაქალაქიდან გასვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ  სურდა მისი 4 წლის შვილზე ნათესავებს სათანადოდ ეზრუნათ, რადგან მეუღლესთან ერთად თავადაც კოვიდის სიმპტომები ჰქონდა.

დომინიკ ქამინგზის ამ განცხადების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ბორის ჯონსონმაც, მან კვლავ მხარდაჭერა გამოხატა უფროსი მრჩევლის მიმართ და ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზეც ისაუბრა. მისი თქმით 15 ივნისიდან ქვეყანაში მაღაზიები გაიხსნება.  პირველი ივნისიდან კი ღია ბაზრები და ავტოსალონები ამუშავდება. 


close დახურვა