დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის მიტოვება მოუწევდა, იმის გამო, რომ სიტუაცია ზედმეტად გართულდა ან ხარჯიანი გახდა, ის გადადგებოდა.
BBC-სთან ინტერვიუში ბორის ჯონსონს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ლიდერობა მორალთანაა კავშირში და არსებობს თუ არა გარემოება, რომლის დადგომის შემთხვევაშიც ის გადადგებოდა. ამაზე ჯონსონმა უპასუხა რომ უკრაინის მხარდაჭერაა ის ერთადერთი საკითხი, რომლის შეწყვეტის შემთხვევაშიც თანამდებობას დატოვებდა.
“რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ [რომ ეს მორალურობაზეა]. თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნებოდა, რომ უკრაინის საკითხი მიგვეტოვებინა იმის გამო, რომ ძალიან გართულდა ან ამ ხალხის მხარდაჭერის ხარჯი ზედმეტად დიდია ინფლაციის და ეკონომიკური ზარალის კუთხით, მე შევეგუებოდი, რომ წავაგე ძალიან მნიშვნელოვანი დავა და წავიდოდი. მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ” - განაცხადა ჯონსონმა.