დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი ლეტალური დახმარება.
დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრემიერი გეგმავს გამოიყენოს ხვალინდელი G7 და ნატოს შეხვედრები ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის გასაზრდელად, იმუშავოს პარტნიორებთან, უკრაინის თავდაცვითი ლეტალური დახმარების არსებითად გაზრდის მიზნით.
"ლიდერები შეეცდებიან უკრაინის თხოვნებს უპასუხონ და უზრუნველყონ პრეზიდენტი ზელენსკის ძლიერი პოზიციები მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში", - თქვა სპიკერმა ორი ლიდერის საუბრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერთან სატელეფონო საუბრის შესახებ ტვიტერზე წერს უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან მიიღო მხარდაჭერის გარანტიები ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ.
"განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და უკრაინის თავდაცვითი დახმარება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ", - წერს ზელენსკი.
Had a phone conversation with @BorisJohnson. Received assurances of his support on the eve of tomorrow's important meetings. Discussed the course of hostilities and defense assistance to Ukraine. We will win together.