logo
ENG



ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

08 აპრ 202219:40
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას დამატებით 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების უმაღლესი დონის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას დაჰპირდა.

მან ამის შესახებ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე ისაუბრა.

ჯონსონის თქმით, აღჭურვილობა მოიცავს საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.

„მეტი Starstreak-ის საზენიტო რაკეტები, რომლებიც ხმის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად დაფრინავენ, დამატებით 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და ზუსტი სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც შეუძლია ცაში მანამ გაჩერდეს, სანამ სამიზნესკენ მიმართულებას მისცემენ“ - განაცხადა ჯონსონმა.

პრემიერმინისტრმა დაგმო კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე უკრაინის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმა. ჯონსონის თქმით, ეს „უსინდისობა“ იყო, რომელიც გვაჩვენებს იმ „სიღრმეს, სადამდეც პუტინის ერთ დროს ნაქები არმია დაეშვა“.

„მოქალაქეებზე განურჩევლად თავდასხმა ომის დანაშაულია და უკრაინაში რუსული დანაშაულები შეუმჩნეველი და დაუსჯელი არ დარჩება“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

ჯონსონმა დღეს დაუნინგის ქუჩაზე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უმასპინძლა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება გერმანიის მცდელობას რუსულ ნავთობისგან დამოუკიდებელი გახდეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ენერგოუსაფრთხოებასა და აღდგენადი რესურსების შექმნაზე ითანამშრომლებენ.


close დახურვა