ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აშშ-ის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც მოსამართლე კაჰილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მთლიანად ეფუძნება სამართლებრივ ანალიზს და "არაა დამყარებული ემოციასა და თანაგრძნობაზე".
თუმცა, BBC-ის ცნობით, მოსამართლემ აღნიშნა ისიც, რომ მას კარგად ესმის ადამიანების ტკივილისა როგორც სასამართლოს დარბაზში, ისე მის გარეთ. მოსამართლის თქმით, ეს სიმწარე იგრძნო მთელმა ქვეყანამ, თუმცა, პირველ რიგში, "ჩვენ უნდა ვაღიაროთ ფლოიდების ოჯახის ტკივილი".
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის პოლიციელი დერეკ შოვინი დააკავეს.
აშშ-ის ფერადკანიანი მოქალაქე მინეაპოლისში გასულ წელს მოკლეს. 46 წლის ფლოიდი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მას პოლიციელები აკავებდნენ. მას ერტერთმა პოლიციელმა ფეხი ყელზე მიაბჯინა. ფლოიდმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებს ყურადება არ მიუქცევიათ. მომხდარის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა ამერიკულ ტელეარხებზე.
ფლოიდის მკვლელობას გასაპროტესტებლად აქციები მოეწყო როგორც აშშ-ში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.