ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება. პოლიციელების ძალადობის შედეგად გარდაცვლილ აფროამერიკელს, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის მორიგ სიმბოლოდ იქცა, მშობლიურ ქალაქში ხვალ დაკრძალავენ. დაგეგმილია სამოქალაქო პანაშვიდიც.
სამართლიანობის მოთხოვნით მიმდინარე აქციებს შეერთებულ შტატებში პირველი შედეგი მოყვა. ნიუ-იორკის მერი პოლიციის დეპარტამენტს დაფინანსებას უმცირებს. მინეაპოლისში კი პოლიციის ბაზაზე ახალი უწყება შეიქმნება.