logo
ENG



ჯოჯოხეთის, არმაგედონის ორი დღე - მარიუპოლის მერი ქალაქის დაბომბვაზე

11 მარ 202212:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/kl65npj1uxtsd12.jpg

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ქალაქში კატასტროფული ვითარებაა და რუსი სამხედროები ყოველ ნახევარ საათში სროლას იწყებენ. თავის ვიდეომიმართვაში ბოიჩკო ყვება, რომ რუსები საცხოვრებელ სახლებს ესვრიან და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას არ აძლევენ.

"მე-15 დღეა მიმდინარეობს ცინიკური და გამანადგურებელი ომი კაცობრიობის წინააღმდეგ. ჯოჯოხეთის, არმაგედონის ორი დღე, რომელიც მოგვიწყო რუსულ-ფაშისტურმა არმიამ. ისინი ცინიკურად ისვრიან აკრძალული იარაღებიდან საცხოვრებლების მიმართულებით. დღეს მათ ცინიკურად დაცხრილეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ყოველ 30 წუთში მარიუპოლში შემოდიოდა ავიაცია, საცხოვრებლებზე მუშაობდა, კლავდა მოსახლეობას, მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს. ესაა რუსული არმიის დიდებულება? ეს ცინიზმია. ეს გენოციდია, რომელიც მოაწყო რუსულმა არმიამ ტერორისტი პუტინის ხელმძღვანელობით", - ამბობს ქალაქის მერი.


close დახურვა