logo
ENG



ჰააგის სააპელაციო სასამართლომ რუსეთს 50 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაავალა

18 თებ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ რუსეთის სახელმწიფოს „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაავალა. თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება 2014 წელს ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ გამოიტანა, რადგან მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული კომპანიის ნაციონალიზაცია სახელმწიფოს მიერ უკანონოდ ჩათვალა.

ორი წლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ჰააგის საოლქო სასამართლომ გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ საარბიტრაჟო ინსტანციას გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ იუკოსის ყოფილმა აქციონერებმა სარჩელით ჰააგის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. მოსარჩლეებს შორის „იუკოსის“ დამფუძნებელი მიხეილ ხოდორკოვსკი არ იყო.


close დახურვა