საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი საქართველოში არჩევნებს ეხმაურება და მიუთითებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომელსაც მისი თქმით, "თან ახლავს პასუხისმგებლობები, რაც მათ შორის თავისუფალ არჩევნებს მოიცავს".
"საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიების წინასწარი დასკვნები მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ "ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე", ასევე "დემოკრატიის უკუსვლაზე".
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თან ახლავს პასუხისმგებლობები, რაც მათ შორის მოიცავს თავისუფალ არჩევნებს, ძირითადი თავისუფლებების შენარჩუნებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. მათი პატივისცემა აუცილებელია ქართველი ხალხის ევროპული გზის გასაგრძელებლად", - წერს ის X-ზე.
Les conclusions préliminaires des missions d’observation électorale en Géorgie font état de « pressions, intimidations et menaces » contre les électeurs et de «recul démocratique ».
Le statut de candidat à l’Union européenne confère des responsabilités, notamment des élections…