დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ორგანიზებით, ჰაერის დაბინძირების თემაზე მედია-სემინარი გაიმართა.
სემინარზე ტყვიის მავნე ზეგავლენის საკითხზე იმსჯელეს და ამ კუთხით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მდგომარეობა განიხილეს.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, მსოფლიოში, ჰაერის დაბინძურებით 9 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება, მოსახლეობის 91% კი ცხოვრობს გარემოში, რომელშიც ჰაერის დაბინძურება ზღვრულ მაჩვენებელს აღემატება.