კუბის დედაქალაქ ჰავანაში სასტუმრო Hotel Saratoga აფეთქდა, რა დროსაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. პოლიციელები და მაშველები ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას ცდილობენ.
კუბის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აფეთქება უბედური შემთხვევა იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ძლიერი აფეთქება იყო, რამაც სასტუმროს სიახლოვეს ავტობუსები და მანქანები დააზიანა.
Video of Hotel Saratoga in Havana right now. pic.twitter.com/U3qQPHFIH1