logo
ENG



ჰავანაში სასტუმროს აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

07 მაი 202212:05
3 წუთის საკითხავი
 

კუბის დედაქალაქ ჰავანაში სასტუმროს აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, ხოლო 60-ზე მეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბენზინით სავსე ცისტერნას, რომელიც სასტუმრო Saratoga-სთან იყო დაყენებული, ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მოხდა აფეთქება და რამაც შენობის რამდენიმე სართული დაანგრია.

მე-19 საუკუნის ისტორიული სასტუმრო პოსტ-პანდემიის შემდეგ ოთხ დღეში უნდა გახსნილიყო. სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კუბის პრეზიდენტის თქმით, დაღუპულებს შორის არიან ორსული ქალი და ბავშვი.

"ეს არ ყოფილა ბომბი ან ტერაქტი, ეს უბედური შემთხვევა იყო", - თქვა მიგელ დიას-კანელმა.


close დახურვა