logo
ENG



ჰაიდაი: ბელოგოროვკა მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა

14 იან 202300:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/14/s7s6ix2ux2bzy8y.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქის სოფელი ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშაა.

"ბელოგოროვკა მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშაა. მტრის თავდასხმებს იქ ყოველდღე ვიგერიებთ.

რუსები აგრძელებენ მეტი ჯარისკაცის გადაყვანას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით. სოფლებში სახლები, რომლებიც ორკებმა ფრონტის ხაზზე დაიკავეს, ახლა თითქმის ცარიელია, ყველას საბრძოლველად აგზავნიან. რაშისტები ამ მიმართულებით "იძირებიან" და ხვრელებში "იმარხებიან". შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა