logo
ENG



ჰაიდაი: ბელოგოროვკაში შეტევებს ვიგერიებთ, მტერი წინ ვერ მიიწევს

19 დეკ 202216:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/19/cveggfmwdwud80x.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელოგოროვკაში შეტევებს იგერიებენ, მტერი კი წინ ვერ მიიწევს.

"სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით უპირატესობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ, ბელოგოროვკაში ჩვენ ვიგერიებთ შეტევებს, მტერი წინ ვერ მიიწევს. ორკებმა იციან, რომ ლუჰანსკის ოლქში ვერ გაძლებენ, ამიტომ რეგიონის მასობრივი ძარცვა დაიწყეს: რაშისტებს მშვიდობიანი მოსახლეობის პირადი საკუთრება მიაქვთ", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

11 დეკემბერს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსებმა ლუჰანსკის ოლქში სამხედრო პერსონალის შესავსებად იძულებითი მობილიზაციის ზომები გააძლიერეს. მისი თქმით, ისინი, ვინც უარს ამბობენ მობილიზებაზე, ძალით მიჰყავთ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა