logo
ENG



ჰაიდაი: ლიმანისთვის ბრძოლა გრძელდება, საიდანაც ლუჰანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყება

13 სექ 202213:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/zxd4mgbhimukbwr.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლიმანზე კონტროლისთვის ბრძოლა გრძელდება, საიდანაც ლუჰანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყება.

"ლიმანზე კონტროლისთვის ბრძოლა გრძელდება, საიდანაც ლუჰანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყება. რუსეთის ფედერაციას, უკრაინა-რუსეთის საზღვრის მახლობლად, სვატოვო-ტროიცკოეს მიდამოებიდან თავისი ჯარების ნარჩენები გაჰყავს.

მთავარი დარტყმა, რა თქმა უნდა, იქ იქნება. იქიდან დაიწყება ლუჰანსკის რეგიონის დეოკუპაცია," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.


close დახურვა