ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის ცნობით, რუსული სამხედრო ძალების მხრიდან ლისიჩანსკი ახლა ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსების სამიზნე ახლა სწორედ ქალაქი ლისიჩანსკია.
"მტერი ტოშკივკაში შევიდა, რამაც მას საშუალება მისცა სხვა დასახლებებზე ცეცხლი გაეძლიერებინა," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, რუსები ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის ბორივსკეში, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად, უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.
"ლისიჩანსკი ახლა ძლიერი ცეცხლის ქვეშაა, ქალაქის დასაბომბად არტილერიას, ტანკებსა და თვითმფრინავებს იყენებენ. სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, რამდენიმე პოლიციელი კი დაშავდა," - თქვა ჰაიდაიმ.