ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი ამბობს, რომ ტერიტორიის 95% ოკუპირებულია.
მისივე თქმით, რეგიონს უწყვეტად ბომბავენ.
ჰაიდაი ამბობს, რომ მუდმივი ცეცხლის ქვეშ არის ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილი.
სევეროდონეცკსა და მიმდებარე სოფლებში დაახლოებით 15 000 ადამიანი რჩება. ტერიტორია ალყაში არ არის.
ჰაიდაის თქმით, მთლიანობაში, რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 40 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
რეგიონს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.