ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქში, უახლოეს დღეებში რუსების მასიური თავდასხმებია მოსალოდნელი.
"ლუჰანსკის რეგიონში, უახლოეს დღეებში რუსების მასიური თავდასხმებია მოსალოდნელი, რადგან ოკუპანტებს სურთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანება შეასრულონ.
ოკუპანტებმა უკვე შეკრიბეს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა. უკრაინელი დამცველები მზად არიან მტრის მოსაგერიებლად", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
6 თებერვალს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ რეზერვს აგროვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სულ უფრო მეტი აღჭურვილობა ფიქსირდება, რომელსაც რუსები მალავენ.