ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქში ახლა მძიმე ვითარებაა, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები მას სრულად აკონტროლებენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ლუჰანსკის ოლქში ახლა მძიმე ვითარებაა, ჩვენი თავდაცვის ძალები მას სრულად აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით თანდათან გადაადგილდებიან", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარები ლუჰანსკის ოლქში გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებიან.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.