ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის რეგიონში გამაგრების მიზნით, რუსები სასტიკად წვავენ დასახლებებს, რომელთა აღებაც არ შეუძლიათ.
"ლუჰანსკის რეგიონში გამაგრების მიზნით, რუსები სასტიკად წვავენ დასახლებებს, რომელთა აღებაც არ შეუძლიათ," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, რუსული ძალები დონეცკის რეგიონის ქალაქებზე თავდასხმისთვის ტაქტიკურ პოზიციას აუმჯობესებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ლუჰანსკის რეგიონის დასახლებულ პუნქტებზე ოთხი რაკეტა გაისროლეს და ორი მასიური საარტილერიო შეტევა განახორციელეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.