logo
ENG



ჰაიდაი: ორკები ფრონტის ხაზის გასწვრივ, დეოკუპირებული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ

01 მარ 202316:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/c803dvqp19cj4hc.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ორკები ფრონტის ხაზის გასწვრივ, დეოკუპირებული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ.

"რუსები ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებით წინსვლას ცდილობდნენ. ორკები ფრონტის ხაზის გასწვრივ, დეოკუპირებული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ. იციან, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობაა", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, მტრის თავდასხმების რაოდენობა ირანული კამიკაძე დრონებით გაიზარდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინა უკვე მუშაობს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად, რათა სათანადო აღჭურვილობა მიიღოს იმისთვის, რომ უკრაინელმა დამცველებმა მტრის შეტევების მოგერიება შეძლონ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა