logo
ENG



ჰაიდაი: რუსები ლუჰანსკის ოლქში თავდაცვის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ შეტევა ჩაიშალა

22 თებ 202319:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/22/l0874fwtllk0xp4.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსები ლუჰანსკის ოლქში თავდაცვის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ შეტევა ჩაიშალა.

"გუშინ, კრემენაიას მახლობლად, მტერი [თავდაცვის] გარღვევას ცდილობდა. ბრძოლა ძალიან რთული იყო - ჩვენმა ბიჭებმა რამდენიმე რუსული ტანკი გაანადგურეს. მათი შეტევა ჩაიშალა. იქ სიტუაცია დასტაბილურდა", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

6 თებერვალს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ რეზერვს აგროვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სულ უფრო მეტი აღჭურვილობა ფიქსირდება, რომელსაც რუსები მალავენ. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა