logo
ENG



ჰაიდაი: რუსები მორიგი შეტევისთვის ემზადებიან, მაგრამ ახლაც არ წყვეტენ თავდასხმებს

01 თებ 202317:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/7eyvjhzgymtwgby.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსები მორიგი შეტევისთვის ემზადებიან, მაგრამ ახლაც არ წყვეტენ თავდასხმებს.

"რუსები მომავალი შეტევისთვის ემზადებიან, მაგრამ ახლაც არ წყვეტენ თავდასხმებს. თებერვალში, ლუჰანსკის რეგიონში ახლად მობილიზებული ორკები ჩამოვლენ - რუსეთი მათზე ფსონს დებს შეტევაში. მტრის ტექნიკის მასობრივი გადატანა ჩვენი მიმართულებით ჯერ არ დაფიქსირებულა.

ჩვენი მცველები ახლა თავდაჯერებულად იკავებენ თავიანთ პოზიციებს, ყველაფერი სტაბილურადაა, როგორც ბელოგოროვკაში, ისე სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით. ჩვენც მზად ვართ", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ფრონტის ხაზთან მცხოვრები ადამიანების დეპორტაცია გრძელდება. მისი თქმით, რაშისტებს ეშინიათ, რომ ხალხი შეიარაღებულ ძალებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.


close დახურვა