ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის შეირაღებული ძალების თავდაცვა სვატოვო-კრემენაიას მახლობლად.
"რუსები ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი თავდაცვა სვატოვო-კრემენაიას მახლობლად. ლუჰანსკის მიწა სავსეა მკვდარი ორკების სხეულებით. ყოველ ჯერზე, თავდასხმების დროს რუსები ჯარისკაცებს აგზავნიან ოცეულში "დაზვერვისთვის", რომელშიც გადარჩენა შეუძლებელია. ისინი იღუპებიან და შემდეგები აგრძელებენ, გრძელდება და გრძელდება," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაი ამბობს, რომ დეოკუპირებული დასახლებების დაბომბვა გრძელდება და იქ დაბრუნება სახიფათოა. გარდა ამისა, მისი თქმით, სოფლები და ქალაქები არ არის ნაღმებისგან გაწმენდილი და აუფეთქებელი ჭურვებით ივსება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.
28 ოქტომბერს, ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სვატოვო-კრემენაიას მაგისტრალი პრაქტიკულად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იყო.