logo
ENG



ჰაიდაი: რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი

06 თებ 202312:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/m1zdjsjni6vrha1.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი.

"პრინციპში, 15 თებერვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ველოდოთ", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ რეზერვს აგროვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სულ უფრო მეტი აღჭურვილობა ფიქსირდება, რომელსაც რუსები მალავენ.

"მობილიზებული რუსების ორთვიანი წვრთნები უკვე დასასრულს უახლოვდება და რუსეთს დაახლოებით 10 დღე დასჭირდება მათი უკრაინაში გადასაყვანად და ახალი შეტევისთვის რეზერვის შესაგროვებლად", - განაცხადა ჰაიდაიმ.


close დახურვა