ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ფრონტის ხაზთან მცხოვრები ადამიანების დეპორტაცია გრძელდება.
"რაშისტები აშკარად ემზადებიან [თავდასხმისთვის] აღმოსავლეთის ფრონტზე თებერვალში. მომავალ თვეში ახლად მობილიზებულთა სასწავლო კურსი დასრულდება და სავარაუდოდ, ისინი ლუჰანსკის რეგიონში ჩავლენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ფრონტის ხაზთან მცხოვრები ადამიანების დეპორტაცია გრძელდება. რაშისტებს ეშინიათ, რომ ხალხი შეიარაღებულ ძალებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.