logo
ENG



ჰაიდაი: ჩვენი თავდაცვის ძალები მხოლოდ წინ მიიწევენ, ლუჰანსკის მიწას ათავისუფლებენ

09 იან 202313:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/09/ykbssjp6o4goe6z.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები მხოლოდ წინ მიიწევენ და ლუჰანსკის მიწას ათავისუფლებენ.

"რუსები დემორალიზებული არიან შეიარაღებული ძალების წარმატებებით და მუდმივი ბულინგით მათ არმიაში. დანებების მსურველები დახვრიტეს.

მოინახულეთ ჩვენი დამცველები ფრონტის ხაზზე. განწყობა საბრძოლოა, მოტივაცია შესაშური. ჩვენი თავდაცვის ძალები მხოლოდ წინ მიიწევენ, ლუჰანსკის მიწას ათავისუფლებენ", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა