logo
ENG



ჰაიდაი: ჩვენი ჯარები კრემენაიადან რამდენიმე კილომეტრში არიან

10 დეკ 202215:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/10/uad4or19ztgmhxc.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაინული ჯარები კრემენაიადან რამდენიმე კილომეტრში არიან.

"ჩვენი ჯარები კრემენაიადან რამდენიმე კილომეტრში არიან. იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე კვლავ იქნება სიახლეები რეგიონის დასახლებების დეოკუპაციის შესახებ.

ლუჰანსკის რეგიონის დეოკუპაცია ძალიან რთული იქნება, რადგან რუსები "კარგად მოემზადნენ" თავიანთი პოზიციების დასაცავად. რუსებმა გაწვრთნილი სამხედროები სვატოვოსა და კრემენაიას მახლობლად განალაგეს", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა