logo
ENG



ჰაიდაის თქმით, 800-მდე ადამიანი სევეროდონეცკის ქარხანას აფარებს თავს

03 ივნ 202212:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/03/j6z1hvn72vxv1k5.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, 800-მდე მშვიდობიანი მოქალაქე სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხანას აფარებს თავს, რომელიც რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა.

"იქ არიან ადგილობრივები, რომლებსაც ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. იქ არიან ბავშვებიც, თუმცა ბევრი არა," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკის აზოტის ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა და საწყობი დააზიანეს, სადაც მეთანოლი ინახებოდა, თუმცა უცნობია რა რაოდენობით მეთანოლი იყო შენობაში.

ჰაიდაის თქმით, სევეროდონეცკის აზოტის ქიმიურ ქარხანაში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ და როგორც ქარხნის მეპატრონე აღნიშნავს,  ქარხანაში მხოლოდ მცირე რაოდენობით ქიმიკატებია დარჩენილი. ამასთან, ჰაიდაი ამბობს, რომ ქარხანა სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არ არის და მისი სიტყვებით აზოტი ნამდვილად არ არის აზოვსტალი.


close დახურვა