logo
ENG



ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის ოლქში ბელოგოროვკას დასახლება უკრაინელების კონტროლის ქვეშაა

19 სექ 202217:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/p9gkd6q5n7ces24.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბელოგოროვკა უკრაინელების კონტროლის ქვეშაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ლუჰანსკის რეგიონის გათავისუფლება მარტივი არ იქნება.

"ეს პროცესი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ხარკივში. მძიმე ბრძოლა იქნება ლუჰანსკის მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის, მტერი თავდაცვისთვის ემზადება. ამიტომ აღლუმით ვერ შევალთ.

ხალხი დეოკუპაციას ელოდება. ჩვენ ვემზადებით. უკრაინის მთავრობა დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას დეოკუპირებულ თემებში. დრო და მოთმინება. თვალი ადევნეთ ოფიციალურ ინფორმაციას," - თქვა ჰაიდაიმ.

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა დღეს ლუჰანსკის ოლქში დროებით ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში, რუსების ბაზა გაანადგურეს. მისი თქმით, ნოვოაიდარიში მტრის ტექნიკა და პირადი შემადგენლობაც განადგურდა. 

 


close დახურვა