ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსმა ოკუპანტებმა ომისთვის ბავშვების მომზადება დაიწყეს.
"რუსებმა უკვე გაზრდილი ბავშვების ომისთვის მომზადება დაიწყეს," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაი აღნიშნავს, რომ ლუჰანსკის მაცხოვრებლები 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების გაუჩინარების განმეორებითი შემთხვევების შესახებ იტყობინებიან.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.