logo
ENG



ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის რეგიონი რუსეთის მიერ სრულად არ არის ოკუპირებული

07 ივლ 202211:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/07/5fgs69kzcvy0jgt.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, აღმოსავლეთ ლუჰანსკის რეგიონი რუსული ძალების მიერ სრულად არ არის ოკუპირებული.

ჰაიდაის თქმით, რეგიონის გარეუბანში მდებარე დასახლებებში ბრძოლა გრძელდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა აღჭურვილობისა და პერსონალის უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს.

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალები ოთხ თვეზე მეტია რეგიონზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. როგორც ჰაიდაი ამბობს, რეგიონში საავადმყოფოები სავსეა რუსი ჯარისკაცებით, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილი.

ჰაიდაის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალები მომდევნო შეტევას დონეცკის რეგიონის ქალაქებზე, სლავიანსკსა და ბახმუტზე გეგმავენ.


close დახურვა