ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსების ძალისხმევა ლუჰანსკის რეგიონზე კონტროლის დამყარებაზეა ორიენტირებული.
ჰაიდაის თქმით, რუსული ძალები ლუჰანსკის რეგიონის დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსების შემდეგი სამიზნე დონეცკის ქალაქები, სლავიანსკი და ბახმუტი იქნება.
"ერთადერთი, რაც რუსებს კარგად გამოსდით, ადგილობრივი მოსახლეობის დატერორებაა. ლუჰანსკის რეგიონის დაკარგვა მტკივნეულია, რადგან ეს არის უკრაინის ტერიტორია," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.