logo
ENG



ჰაიდაის თქმით, რუსულმა ძალებმა ლისიჩანსკში მცირე წინსვლა შეძლეს

01 ივლ 202211:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/01/2251cewnijqqso6.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ლისიჩანსკში მცირე წინსვლა შეძლეს.

"ოკუპანტები ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს ესხმიან, ქარხნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს აკონტროლებენ," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაი აღნიშნავს, რომ ლისიჩანსკის მაცხოვრებლები სარდაფებსა და სახლებში თითქმის 24 საათს ატარებენ, რადგან ქალაქის ინტენსიური დაბომბვა მიდის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არაერთ სახლსა და სამრეწველო ობიექტს ხანძარი გაუჩნდა.


close დახურვა