logo
ENG



ჰაიდაის თქმით, რუსულმა ძალებმა ლუჰანსკის რეგიონის მთელი ინფრასტრუქტურა გაანადგურეს

19 ივლ 202214:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/yx3bzezvov8nuex.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ლუჰანსკის რეგიონის მთელი ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.

"საკმაოდ რთული ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ფაქტია, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ლუჰანსკის ოლქის ნაწილში ოთხთვენახევრის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი დასახლება, რომელიც არ დაიბომბა," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა