ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, უკრაინის არმია რუსულ ძალებს დონბასის რეგიონში სასტიკ წინააღმდეგობას უწევს.
"ჩვენ მტერს ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების საზღვარზე ვეწინააღმდეგებით, ოკუპანტები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან.
დიახ, მათ [რუსებს] მეტი ძალა და საშუალება აქვთ, მაგრამ უკრაინის არმია უკეთ მომზადებული და მოტივირებულია," - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.