ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ყველაზე მძიმე ვითარება ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებითაა.
"დღეს, დილის 4 საათზე, რუსებმა ბელოგოროვკას ყველა მხრიდან შეუტიეს. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ეს შეტევა მოიგერიეს. იგივე სიტუაცია იყო კრემენაიას მიმართულებით, მტერი გვიტევს დიდი რაოდენობის სამხედრო პერსონალით. ჩვენს დამცველებთან ბრძოლის შემდეგ, რაშისტებმა უკან დაიხიეს.
სვატოვოს მიმართულებით ვითარება სტაბილურია. ლუჰანსკის ფრონტზე, უახლოეს დღეებში ველოდებით რაშიტების მასიურ თავდასხმებს", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
6 თებერვალს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ რეზერვს აგროვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სულ უფრო მეტი აღჭურვილობა ფიქსირდება, რომელსაც რუსები მალავენ.