დაპირისპირებას ჰაიტიზე მსხვერპლი მოჰყვა. ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მამაკაცი მოკლეს, რომელმაც ერთ-ერთი დემონსტრანტი სცემა, შემდეგ კი მისი ცხედარი საჯაროდ დაწვეს.
აქციის მონაწილეებმა პორტ-ო-პრენსის ცენტრალური გზებიც გადაკეტეს. სამართალდამცველებმა ისინი ცრემლსადენი გაზით დაარბიეს.
მასობრივი გამოსვლები ჰაიტიზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყნის პირველ პირს კორუფციაში სდებენ ბრალს.