logo
ENG



ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა

15 აგვ 202100:17
3 წუთის საკითხავი
 

ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 227-მდე  გაიზარდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო.

არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

მიწისძვრის მაგნიტუდა 7.2-ს შეადგენდა, რამაც შენობების ნგრევა გამოიწვია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი კლინიკებში ძალიან ბევრი დაშავებული ადამიანია მოთავსებული. 

ჰაიტიზე მასშტაბური მიწისძვრა 2010 წელსაც მოხდა. კუნძულზე 11 წლის წინანდელი დამანგრეველი კატაკლიზმის შედეგებს ამ დრომდე იმკიან. 

2010 წლის მიწისძვრის შედეგად ჰაიტზე 200 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. უზარმაზარი ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას და ეკონომიკას. 


close დახურვა