უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო. მათ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის (RT) ვებგვერდი გათიშეს. მათი საიტი ამ მომენტისთვისაც [04:03] გათიშულია.
"Anonymous ოფიციალურად კიბერ ომში ჩაერთო რუსეთის მთავრობასთან", - წერია მათ ტვიტერის გვერდზე
The Anonymous collective is officially in cyber war against the Russian government. #Anonymous #Ukraine
Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს ჰაქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.