logo
ENG



ჰამასი მოუწოდებს ღაზის მცხოვრებლებს, ისრაელის მოწოდების მიუხედავად სახლებში დარჩნენ

13 ოქტ 202311:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/siwzcbqqagf9jlz.jpg

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ღაზაში მცხოვრებლებს მოუწოდებს, არ მოუსმინონ ისრაელის მოწოდებას ევაკუაციაზე.

შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ისრაელი "ფსიქოლოგიური ომის" წარმოებაში დაადანაშაულა.

"ოკუპაცია ცდილობს, სხვადასხვა მეთოდით ყალბი ინფორმაცია გაავრცელოს, რითაც ცდილობს მოსახლეობაში დაბნეულობის შექმნას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას", - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.

მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის ფონზე, ისრაელის სამხედროებმა მოუწოდეს ღაზის სექტორში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაიწყონ ქალაქის ევაკუაცია და გადაადგილდნენ სამხრეთის მიმართულებით.

ეს განკარგულება დაახლოებით მილიონ ადამიანს ეხება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ნაბიჯი პრევენციაა იმ უზარმაზარი სამოქალაქო დანაკარგისა, რაც შეიძლება ისრაელის შეტევამ გამოიწვიოს.

ისრაელის სამხედროების თქმით, უახლოეს დღეებში ქვეყანა ღაზის სექტორში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, ხოლო მოქალაქეთა უკან დაბრუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა შესაბამისი ბრძანება გაიცემა.


close დახურვა