ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მადლობას უხდის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პალესტინის მხარდასაჭერი განცხადების გამო.
ჰამასმა დასძინა, რომ მიესალმება რუსეთის ხელისუფლების მცდელობებს ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ "აგრესია" შეაჩეროს.
13 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე, ბიშკეკში განაცხადა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი უნდა გადაწყდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, რომლის მიზანი უნდა იყოს "დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში"
ჟურნალისტებთან საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება მოლაპარაკებებში შუამავალი გახდეს.
რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა შუა აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამავლობისთვის. ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელშიც არ არის ნახსენები მოძრაობა ჰამასი, რომელიც თავს დაესხა ისრაელს.