logo
ENG



ჰამასის ლიდერის თქმით, მზად არიან მძევლები ისრაელში მყოფ პალესტინელ პატიმრებში გაცვალონ

29 ოქტ 202301:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/29/6n483h465gxe0h8.jpg

ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერი, იაჰია სინვარი აცხადებს, რომ დაჯგუფება მზად არის ისრაელთან მძევლების "დაუყოვნებელი" გაცვლისთვის.

სინვარის თქმით, ჰამასი მზად არის მძევლების გაცვლისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ყველა დაკავებულ პალესტინელს გაათავისუფლებს.

"ჩვენ მზად ვართ შეთანხმებისთვის მძევლების საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ყველა პალესტინელის გათავისუფლების ებრაული ციხეებიდან და სანაცვოდ გავათავისუფლებთ ყველა მძევალს, რომელიც გვყავს", - აღნიშნა ჰამასის ერთ-ერთა ლიდერმა.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები. 

 


close დახურვა