ისრაელის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ცაჩი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ათასობით ტერორისტი მოკლეს, მათ შორის ჰამასის ხელმძღვანელობის წევრებიც.
"უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეულია და როგორც პრემიერმა თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია. გადაწყვეტილი გვაქვს ბრძოლის დასასრულამდე მივიდეთ და ბრძოლის დასასრული იქნება ჰამასის დასასრული", - თქვა მან.
როგორც მან აღნიშნა, IDF არ აპირებს გაჩერებას, სანამ ჰამასისა და პალესტინური ჯიჰადის სამხედრო და ლიდერული შესაძლებლობები არ ამოიწურება.