logo
ENG



ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალდებები წაუყენეს

08 დეკ 202312:08
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის პრეზიდენტის შვილს, ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალდებები წარუდგინეს. მას გადასახადებისგან თავის არიდებასა და ყალბი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას ედავებიან.

ბრალდებები 2016-2019 წლებში სულ მცირე 1,4 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადებს ეხება. სპეცპროკურორმა დევი უაისმა თქვა, რომ ბაიდენის შვილმა "მილიონობით დოლარი დახარჯა ექსტრავაგანტური ცხოვრების წესზე, იმის ნაცვლად, რომ გადასახადები გადაეხადა".

ჰანტერ ბაიდენის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ საქმეში უაისი რესპუბლიკელების ზეწოლას დამორჩილდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰანტერ ბაიდენს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ეს ბრალდებები ბაიდენის წინააღმდეგ არსებულ უკვე სხვა საქმეებს ემატება. 2023 წლის სექტემბერში ჰანტერ ბაიდენს ნარკოტიკების მოხმარების დროს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტის შვილმა იუსტიციის დეპარტამენტთან გარიგება დადო, რომლის ფარგლებში საგადასახადო დარღვევებში თავი დამნაშავედ ცნო, სანაცვლოდ მისთვის იარაღის უკანონო ტარების ბრალდებად უნდა მოეხსნათ. თუმცაღა გარიგება ჩაიშალა.


close დახურვა