პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მედიას აფრთხილებენ. სპეციალური განცხადება წყვილმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც გამოცემებმა მეგან მარკლის ახალი ფოტოები დაბეჭდეს. ფოტოებზე ასახულია, როგორ ასეირნებს მეგანი კანადის პარკში შვილს და ძაღლებს. ადვოკატების განცხადებით, პაპარაცები მას ფარულად დაჰყვებოდნენ და სურათებიც ნებართვის გარეშე გადაუღეს, ჟურნალისტები ჰარისა და მეგანის სახლთანაც მუდმივად იმყოფებიან. წყვილი ფოტორეპორტიორებს შევიწროებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილით ემუქრება. პრინცი ჰარი კანადაში გუშინ დაბრუნდა.
ჰარი და მეგანი მედიას შევიწროებაში ადანაშაულებენ
22 იან 202012:05
3 წუთის საკითხავი