logo
ENG



ჰარისის საარჩევნო კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მლნ დოლარზე მეტი შეაგროვა

28 ივლ 202416:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/28/t5kcjql9bpgmbjv.jpg

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისა და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატის, კამალა ჰარისის კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა

როგორც ცნობილია, მთლიანი შემოსული თანხა რეკორდულია. მანამდე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 24 საათში რეკორდული 81 მილიონი დოლარი შეაგროვა.

ამასთან, ჰარისს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერაც აქვს.

СNN-მა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეობი გაავრცელა, რომელშიც ჩანს კამალა ჰარისის სატელეფონო საუბარი ბარაკ და მიშელ ობამებთან. ისინი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტი კი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 21 ივლისს განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.


close დახურვა